ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში ტაიფუნს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში ტაიფუნს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ცზიანსუს პროვინციაში ტაიფუნ „რუმბიას“ შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 20-ს აღწევს. ინფორმაციას ჩინური სააგენტო „სინჰუა“ ავრცელებს.

სტიქიურმა უბედურებამ 900 000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა. განადგურებულია ნათესები, დაზიანებულია 1800-ზე მეტი სახლი და სხვა ნაგებობები.

ტაიფუნი „რუმბია“ ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე 17 აგვისტოს წარმოიქმნა. სტიქიის გამო, ჩინეთის ექვს პროვინციაში საფრთხის „ნარინჯისფერი“ დონეა გამოცხადებული. მეტეოროლოგების პროგნოზით, წვიმა რეგიონში 20 აგვისტოსაც გაგრძელდება.