ჩინეთიდან საქართველოში ორი თვითმფრინავია იმპორტირებული
ჩინეთიდან საქართველოში ორი თვითმფრინავია იმპორტირებული

მიმდინარე წლის ნოემბერში, ჩინეთიდან საქართველოში ორი თვითმფრინავია იმპორტირებული. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, საფრენი აპარატების ღირებულება 43,47 მილიონი დოლარია. ეს საგარეო ვაჭრობის კუთხით წინა თვეში დაფიქსირებული უმსხვილესი გარიგებაა.

თვითმფრინავები „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ დაფუძნებული ახალი ავიაკომპანია Myway Airlines-ის საკუთრებაა.

2007 წელს გამოშვებული, Boeing 737-8AL ხომალდები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უკვე რეგისტრირებულია. თუმცა უცნობია, როდის დაიწყებს ფრენებს ახალი ავიაკომპანია. ამ დროისთვის მისი სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. თვითმფრინავები კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია.