ჩინეთი წყნარ ოკეანეში პირველ სამხედრო-საზღვაო ბაზას ააშენებს
ჩინეთი წყნარ ოკეანეში პირველ სამხედრო-საზღვაო ბაზას ააშენებს

ავსტრალიური გამოცემა The Sydney Morning Herald-ის ინფორმაცით, ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფო, ვანუატუში განთავსდება. ბაზის აშენების შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

დასაწყისისთვის ჩინურმა ხომალდებმა ბაზა შესაძლოა სარემონტოდ ან მარაგების შესავსებად გამოიყენონ.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში ჩინეთის სამხედრო ბაზა ავსტრალიის სანაპიროდან 2 ათას კილომეტრში განთავსდება. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც აღნიშნულ რეგიონში სამხედრო ბაზა აქვს, აშშ-ა.

ჩინეთის გეგმა აშშ-ისა და ავსტრალიის მთავრობების უმაღლეს დონეზე უკვე განიხილეს.