ჩინეთი უპილოტო ტანკების გამოცდას იწყებს
ჩინეთი უპილოტო ტანკების გამოცდას იწყებს

ჩინეთი უპილოტო ტანკების გამოცდას იწყებს. ჩინური გამოცემა Global Times-ის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლება ძველი საბჭოთა ტანკების ხელოვნური ინტელექტით აღჭურვას გეგმავს.  საუბარია Т-54-ის მსგავსს ჩინურ ტანკებზე, რომელთა უმრავლესობის მოდერნიზაცია შესაძლებელია.

როგორც გამოცემის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე, სპეციალისტები რამდენიმე ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას ცდილობენ.

ჩინეთმა შარშან მარტში  ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი მიიღო, რომლიც 142 მილიარდ ევროს შეადგენს. გეგმა ტექნიკის მოდერნიზაციას, სამხედროების რიცხვის 300 ათასით შემცირებას ისახავს მიზნად. მიუხედავად ამისა, ჩინეთს მსოფლიოში მაინც ყველაზე მრავალრიცხოვანი არამია ეყოლება, რომელშიც 2 მილიონამდე ჯარისკაცი მსახურობს.