ჩინეთი ისრაელს მოუწოდებს, რაც შეიძლება, სწრაფად შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია ქალაქ რაფაჰში
ჩინეთი ისრაელს მოუწოდებს, რაც შეიძლება, სწრაფად შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუ სამხედრო მოქმედებები არ შეჩერდება, ამან, შესაძლოა, სერიოზული ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს.
„ჩინეთი ეწინააღმდეგება და გმობს ქმედებებს, რომლებიც აზიანებს მშვიდობიან მოსახლეობას და არღვევს საერთაშორისო სამართალს. მოვუწოდებთ ისრაელს, რაც შეიძლება, მალე შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია, ყველა ძალისხმევა გამოიყენოს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის და რაფაჰის რაიონში უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებაში.