ჩინეთი ირანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს
ჩინეთი ირანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს

ჩინეთი ირანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „სიენენი“ (CNN) ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანში ჩინეთის საელჩო ქვეყნიდან ჩინეთის მოქალაქეების ევაკუაციას კორონავირუსის მაღალი რისკის გამო იწყებს.

პირველი ჩარტერული რეისი სამშაბათს ღამით განხორციელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციის სურვილი ყუმში მყოფმა სტუდენტებმა უკვე გამოთქვეს.