ჩინეთი „ეარბასისგან“ 300 თვითმფრინავს იყიდის
ჩინეთი „ეარბასისგან“ 300 თვითმფრინავს იყიდის

ჩინეთი „ეარბასის“ 300 თვითმფრინავს იყიდის. შეთანხმება, რომლის მიხედვითაც პეკინი კომპანიისგან ა-320 და ა-350 ტიპის ავიალაინერებს შეიძენს, საფრანგეთში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს გაფორმდა. საერთო ჯამში ჩინეთი „ეარბასებში“ 30 მილიარდ ევროს გადაიხდის.

„მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ბაზრის გაფართოებას, რაშიც ჩვენი კომპანიის თვითმფრინავებიც შეიტანენ საკუთარ წვლილს“, – განაცხადა „ეარბასის“ ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ჩინეთის ლიდერი საფრანგეთში ჩასვლამდე იტალიაში იმყოფებოდა, სადაც მან იტალიის მთავრობასთან „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში რამდენიმე შეთანხმება გააფორმა.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ და აშშ-მა შეშფოთება გამოთქვეს ევროპაში ჩინეთის გავლენის ზრდის გამო.