ჩინეთი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ დასრულდა დრო, როცა გლობალური გადაწყვეტილებები ქვეყანათა „მცირე“ ჯგუფის კარნახით მიიღებოდა
ჩინეთი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ დასრულდა დრო, როცა გლობალური გადაწყვეტილებები ქვეყანათა „მცირე“ ჯგუფის კარნახით მიიღებოდა

ჩინეთი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ დასრულდა დრო, როდესაც გლობალური გადაწყვეტილებების მიღება ქვეყანათა „მცირე“ ჯგუფის კარნახით ხდებოდა.

ლონდონში მდებარე ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერის თქმით, „მათ სჯერათ, რომ ქვეყნები, დიდი იქნება თუ პატარა, ძლიერი თუ სუსტი, ღარიბი თუ მდიდარი, თანასწორი არიან და მსოფლიოს საკითხები ყველა ქვეყანასთან კონსულტაციით უნდა გადაიჭრას“.

აღსანიშნავია, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მეორე დღეს ცნობილი გახდა ახალი ამერიკული ინიციატივის შესახებ, რომლითაც ვაშინგტონს დიდი შვიდეულის პარტნიორების დახმარებით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე, განვითარებად ქვეყნებში ახალი ამბიციური ინფრასტრუქტურული გეგმის განხორციელება სურს.

ამ ინიციატივით დასავლეთს სურს, კონკურენცია გაუწიოს ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას, რომელშიც სხვადასხვა პროექტის დონეზე, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყანაა ჩართული.