ჩინეთი დაავადებათა კონტროლის სისტემის რეფორმის დაწყებას გეგმავს
ჩინეთი დაავადებათა კონტროლის სისტემის რეფორმის დაწყებას გეგმავს

ჩინეთი დაავადებათა კონტროლის სისტემის რეფორმის დაწყებას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ გზით ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის დროს ჯანდაცვის სისტემაში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებას გეგმავს.

კორონავირუსის პანდემია ჩვენი ქვეყნისთვის არის დიდი ტესტი და მან გამოავლინა რამდენიმე სუსტი რგოლი, რასაც ჩვენ შესაბამისი ზომებით უნდა ვუპასუხოთ“ – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელმა, ლი ბინმა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიქმნა კომისია, რომელიც ტექნოლოგიების, ასევე სამედიცინო დაზღვევის ეფექტურობაზე იმუშავებს.