ჩინეთი და შვეიცარია სავაჭრო კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
ჩინეთი და შვეიცარია სავაჭრო კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

ჩინეთი და შვეიცარია სავაჭრო კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ჩინეთმა და შვეიცარიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაძლიერებლად და ორმხრივი კავშირების გაღრმავების მიზნით“, – განაცხადა შვეიცარიის მთავრობამ.

შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამჰერდმა განაცხადა, რომ მისი შეხვედრა ჩინეთის პრემიერ ლი ჩიანგთან მოიცავდა დისკუსიებს მჭიდრო კავშირების განახლების შესახებ.

„ლი ჩიანგთან შეხვედრამ განაახლა ჩვენი მჭიდრო ორმხრივი კავშირები და გზა გაუხსნა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. ჩვენ ასევე განვიხილეთ განვითარების თანამშრომლობა, მედიაცია და ადამიანის უფლებები“, – წერს ამჰერდი.

როგორც მედია წერს, ჩინეთი თანახმაა შვეიცარიის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლაზე. ამასთან, შვეიცარიის მთავრობა გაამარტივებს სავიზო რეჟიმს ჩინეთის მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ჩინეთის საწარმოებისთვის, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ შვეიცარიაში.

ცნობისთვის, ჩინეთი შვეიცარიის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია აშშ-სა და ევროკავშირის შემდეგ.