ჩინეთი და ინდოეთი გაერო-ს სამშვიდობო მისიებს ნახევარ მილიონ დოზა კორონავირუსის ვაქცინას გადასცემენ
ჩინეთი და ინდოეთი გაერო-ს სამშვიდობო მისიებს ნახევარ მილიონ დოზა კორონავირუსის ვაქცინას გადასცემენ

ჩინეთი და ინდოეთი გაერო-ს სამშვიდობო მისიებს ნახევარ მილიონ დოზა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემენ. პეკინი გაერო-ს სამშვიდობო ძალებისთვის 300 000 დოზა ვაქცინის გადაცემას გეგმავს.

„ეს არის შემდგომი ნაბიჯი, რომ ჩინეთის ვაქცინა გლობალურ საზოგადოებრივ სიკეთედ იქცეს. ასევე არის ჩინეთის მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერის დემონსტრირება გაერო-ს და მრავალმხრივი ურთიერთობების მიმართ“, – განაცხადა გაეროში ჩინეთის ელჩმა, ჩჟან ცზუნმა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უპირატესობა მიენიჭებათ სამშვიდობო მისიებს აფრიკაში. ინდოეთმა ასევე აღუთქვა 200 000 დოზა გაერო-ს სამშვიდობო ძალებს.