ჩინეთი ცხრა ფეხბურთელის ნატურალიზებას აპირებს
ჩინეთი ცხრა ფეხბურთელის ნატურალიზებას აპირებს

ჩინეთის საფეხბურთო ასოციაცია აპირებს ფეხბურთელების გლობალურ ნატურალიზაციას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის წინ, – ამის შესახებ ადგილობრივმა სააგენტო „ჟინჰუანეტმა“ (Xinhuanet) დაწერა.

ამგვარი პოლიტიკა უკავშირდება ჩინეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაყვანის მიზანს. ამოცანის გადასაწყვეტად, ასოციაცია გეგმავს სხვადასხვა ეროვნების ცხრა ფეხბურთელის ნატურალიზებას.

„ჩვენ გვინდა ყატარში წასვლა. ნატურალიზებულ ფეხბურთელებს შეუძლიათ ჩვენი დახმარება. თუ ჩინეთის ნაკრები შეძლებს კვალიფიკაციის შემდეგ ეტაპზე გასვლას, ჩვენ კიდევ რამდენიმე ნატურალიზებულ მოთამაშეს წარმოგიდგენთ.
აღვნიშნავთ, რომ ეს არ გახდება ჩინეთის საფეხბურთო ასოციაციის მრავალწლიანი პოლიტიკა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ნატურალიზებულ მოთამაშეთა რაოდენობა შეზღუდული იყოს“, – თქვა ჩინეთის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა.

რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ელკესონმა ჩინეთის მოქალაქეობა მიიღო და ისტორიაში ამ ქვეყნის პირველი ნატურალიზებული მოთამაშე გახდა. საინტერესოა, რომ 30 წლის ბრაზილიელს ახალი სახელი აქვს – აი კესენი.