ჩინეთი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის 16 ქვეყანაში პროექტებისთვის 2,5 მილიარდ ევროს გამოყოფს
ჩინეთი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის 16 ქვეყანაში პროექტებისთვის 2,5 მილიარდ ევროს გამოყოფს

ჩინეთი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის 16 ქვეყანაში პროექტებისთვის 2,5 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბუდაპეშტში ვიზიტის დროს ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა განაცხადა.

ლი კეციანი უნგრეთში 16+1 ფორმატის (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 16 სახელმწიფო და ჩინეთი) მეექვსე სამიტში მონაწილეობს. სამიტზე სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხი განიხილება.
ლი კეციანის განცხადებით, 1,7 მილიარდი ევრო გადაირიცხება ჩინეთის სახელმწიფო ბანკ China Development Bank-დან რეგიონის განვითარებაზე მიმართული ინიციატივებისთვის.

კიდევ 800 მილიონი ევრო გამოიყოფა საინვესტიციო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. ამასთან, ლი კეციანს არ დაუკონკრეტებია თანხის გამოყოფის ვადები.

2016 წლის ბოლო ჩინეთმა ჰოლდინგური კომპანია Sino-CEEF-ი დააარსა, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პლატფორმა უნდა გახდეს. ამას გარდა, დაფუძნდა ფონდი Sino-CEE, როლის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ინფრასტრუქტურულ თანამშრომლობაში, მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და მასობრივი მოხმარების ინდუსტრიაში ინვესტიციების ჩადება.

ჩინეთმა გლობალური ეკონომიკური პროექტის „აბრეშუმის გზის“ დაწყების შესახებ ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადა. მის მიზანს წარმოადგენს იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება, რომლებზეც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნები გადის.