ჩინეთი აშშ-ს სავაჭრო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
ჩინეთი აშშ-ს სავაჭრო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სავაჭრო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ჩინეთის კომერციის სამინისტრო იუწყება.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, თეთრი სახლის მიერ დაანონსებული სავაჭრო ზომები პეკინსა და ვაშინგტონს შორის არსებულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთი ქვეყნისა და მისი ხალხის ინტერესების დაცვას ბოლომდე აპირებს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 30 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთში ინვესტიციების შეზღუდვასა და ტექნოლოგიურ ექსპორტზე დამატებითი კონტროლის დაწესებასთან დაკავშირებით მისაღები ზომების დეტალურ სიას გამოაქვეყნებს.

ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ომის ფონზე, უახლოეს დღეებში პეკინს ამერიკული დელეგაცია ეწვევა.

ამერიკელი და ჩინელი ფინანსისტები ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო საკითხის მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.