ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს

10:33, 04.03.2025
FILE PHOTO: U.S. and Chinese flags are seen in this illustration taken, January 30, 2023. REUTERS/Dado Ruvic/Illustration/File Photo

FILE PHOTO: U.S. and Chinese flags are seen in this illustration taken, January 30, 2023. REUTERS/Dado Ruvic/Illustration/File Photo

ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

„15-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე. ათპროცენტიანი ტარიფები კი დაწესდება სორგოზე, სოიოზე, ღორის, საქონლის ხორცზე, ზღვის პროდუქტებზე, ხილზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე“, – ნათქვამია ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 4 მარტიდან აშშ ჩინურ საქონელზე დაწესებულ ათპროცენტიან ტარიფებს აორმაგებს. ასევე, 20-პროცენტიანი ტარიფები დაუწესდათ კანადასა და მექსიკას.

მსგავსი