ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა და დაძაბულობის შექმნა ტაივანის სრუტეში
ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა და დაძაბულობის შექმნა ტაივანის სრუტეში

ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა და დაძაბულობის შექმნა ტაივანის სრუტეში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ლინ ძიანის განცხადებით, ვაშინგტონმა უნდა დაიცვას ერთი ჩინეთის პოლიტიკა და ჩინეთ-აშშ-ის სამი კომუნიკეს პრინციპები.

ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 17 აგვისტოს კომუნიკე.

„ჩინეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თავისი ეროვნული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა ლინ ძიანმა.

„როიტერი“ აშშ-ის მთავრობის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატები გეგმავს ტაიპეისთვის იარაღის გაყიდვების გაზრდას იმ დონემდე, რაც აღემატება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი ვადის პერიოდს, რათა შეაჩეროს ჩინეთი, რომელიც აძლიერებს სამხედრო ზეწოლას დემოკრატიულ კუნძულზე. დასავლური მედიის შეფასებით, აშშ ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებას თუ გაზრდის, ეს ახალ უთანხმოებას შემატებს აშშ-ჩინეთის დაძაბულ ურთიერთობას.