ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, კუბის წინააღმდეგ ბლოკადა და სანქციები შეწყვიტოს

15:23, 12.01.2026
Cuban and China flags wave at the Jose Marti monument during a ceremony for China's President Hu Jintao, unseen, in Havana, Tuesday, Nov. 18, 2008. Jintao is on a two-day official visit to Cuba.(AP Photo/Javier Galeano)

ჩინეთი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს,  მიიღოს კონკრეტული ზომები რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მაო ნინგის განცხადებით, ჩინეთი კუბის ეროვნული სუვერენიტეტის მხარდამჭერი და გარე ჩარევის წინააღმდეგია.

„ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს კუბას საკუთარი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაში, ეწინააღმდეგება გარე ჩარევას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კუბის წინააღმდეგ ბლოკადა და სანქციები. ასევე მოუწოდებს  გააკეთოს მეტი რამ, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას“, – განაცხადა მაო ნინგმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა კუბას მოუწოდა, დადოს შეთანხმება ვაშინგტონთან, „ვიდრე ძალიან გვიანი არ არის“.

მსგავსი