ჩინეთი აშშ-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს
ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურის უფროსმა, ზაო ლიჟიანმა განაცხადა, რომ პანდემია კრიტიკულ ზღვარზეა და ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერების შესახებ, მთელ მსოფლიოს დააზარალებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერების განკარგულება გასცა.