ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანულ ავიახაზებზე დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება 

14:26, 22.09.2026

ჩინეთი ეწინააღმდეგება აშშ-ის მიერ ირანულ ავიახაზებზე დაწესებულ სანქციებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს, გუი ძიაკუნს პრესკონფერენციაზე შეკითხვა დაუსვეს, დაუშვებს თუ არა ჩინეთი ირანის ავირეისებს გუანჟოუს და შანხაის აეროპორტებში, რაზეც ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა უპასუხა: „ჩინეთი ეწინააღმდეგება უკანონო, ცალმხრივ სანქციებს, რომლებსაც არ გააჩნია საფუძველი საერთაშორისო სამართალში და არ აქვს გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი“.

მანამდე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ირანული ავიახახების ფრენის შეზღუდვა დღეების საქმეა.

მსგავსი