ჩინეთი ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკური განვითარებისთვის 20 მილიარდი დოლარის სესხს გამოყოფს
ჩინეთი ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკური განვითარებისთვის 20 მილიარდი დოლარის სესხს გამოყოფს

ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკური განვითარების მიზნით, ჩინეთი 20 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს. ინიციატივა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ეკუთვნის.

გეგმა მოიცავს რეგიონისთვის 106 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტსაც.

ჩინეთის დედაქალაქში შეკრებილ 21 არაბული ქვეყნის წარმომადგენელს, სი ძინპინმა განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტის გზა ეკონომიკურ განვითარებაშია.

„ჩვენ ერთმანეთთან ღია ურთიერთობა უნდა გვქონდეს. არ უნდა შეგვეშინდეს განსხვავებების, არ უნდა გავექცეთ პრობლემებს და საგარეო პოლიტიკასა და საგარეო ასპექტებზე ვრცელი დიალოგი უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

სესხი დააფინანსებს ეკონომიკურ და ინდუსტრიულ პროექტებს, რაც მოიცავს თანამშრომლობას ნავთობისა და გაზის სფეროში, ასევე ბირთვული და სუფთა ენერგიების მიმართულებით. ახალი ინიციატივა ასევე მოიცავს ჩინეთისა და არაბული ქვეყნების ბანკების კონსორციუმის შექმნას, რომლის ფონდი 3 მილიარდი დოლარი იქნება.