ჩინეთი 75 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფებს აწესებს
ჩინეთი 75 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფებს აწესებს

ჩინეთი 75 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფებს აწესებს. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“, ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ამერიკული მედიასაშუალების ცნობით, პირველი სექტემბრიდან ამერიკულ საქონელზე 5 და 10-პროცენტიანი ტარიფები ამოქმედდება.

ამასთან ერთად, ოფიციალური პეკინის ამერიკულ ავტომობილებსა და მის ნაწილებზე ტარიფების განახლებას გეგმავს. აღნიშნულ საქონელზე 25 ან 5-პროცენტიანი ტარიფები ძალაში 15 დეკემბრიდან შევა.

რამდენიმე კვირის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დარჩენილი 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 10-პროცენტიანი ტარიფები დააწესა. რაც ძალაში პირველ სექტემბერს უნდა შევიდეს. თუმცა ცოტა ხანში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფების ნაწილს ვაშინგტონი დროებით, კერძოდ დეკემბრამდე შეაჩერებდა.

ვაშინგტონის ქმედების შემდეგ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო ომის ფარგლებში ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს აუცილებლად მიიღებდნენ.