ჩინელი ექიმი აცხადებს, რომ უხანის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების შესახებ ინფორმაცია დამალა
ჩინელი ექიმი აცხადებს, რომ უხანის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების შესახებ ინფორმაცია დამალა

ჩინელი ექიმი „ბიბისისთან“ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ უხანის მთავრობამ ვირუსის შესახებ ინფორმაცია განზრახ დამალა. საუბარია პროფესორ იუენ კვოკ-იუნზე, რომელმაც „კოვიდ-19“-ის შემთხვევები ეპიდემიის ადრეულ ეტაპზე გამოავლინა. ექიმის თქმით, მას ეჭვი აქვს, რომ უხანის მთავრობამ ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესახებ ინფორმაცია დამალა.

მისივე მტკიცებით, უხანში ჩატარებული გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ მტკიცებულების ნაწილი განადგურებულია.

„როდესაც ჩვენ ჰუანანის ბაზარში მივედით, რა თქმა უნდა, იქ სანახავიც არაფერი იყო, რადგან ადგილი უკვე გაწმენდილი იყო. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანაშაულის ადგილი უკვე შეცვლილი იყო, ბაზარი გაწმენდილი იყო და წყაროს იდენტიფიცირება ვერ შევძელით. ვეჭვობ, რომ უხანის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომელსაც ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაევრცელებინა, ეს დროულად არ გააკეთა“, – ამბობს ჩინელი პროფესორი „ბიბისისთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთს ხშირად აკრიტიკებენ „კოვიდ-19“-ის გავრცელების საწყის ეტაპზე ინფორმაციის დამალვასა და არასათანადო რეაგირების გამო. პეკინი ამ ბრალდებას უარყოფს.