ჩინელი დიპლომატი - დასავლეთი ჰონგ-კონგში ფერადი რევოლუციის განხორციელებას ცდილობს
ჩინელი დიპლომატი - დასავლეთი ჰონგ-კონგში ფერადი რევოლუციის განხორციელებას ცდილობს

დასავლეთი ჰონგ-კონგში ფერადი რევოლუციის განხორციელებას ცდილობს, რომ ჩინეთის განვითარებისთვის სირთულეები შეიქმნას, – ამის შესახებ რუსეთში ჩინეთის ელჩმა განაცხადა.

ჩჟან ჰანჰუეის თქმით, სცენის მიღმა არსებული ძალები „ერთი სახელმწიფო – ორი სისტემის“ დანგრევას ცდილობენ.

„ჰონგ-კონგი არის ჩინური ჰონგ-კონგი, არა ამერიკული, არა ინგლისური. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უცხო ძალებმა ჩვენს საქმეებში ცხვირი ჩაყონ. თუ ეს ძალები ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას არ შეწყვეტენ, თავისას მიიღებენ“, – განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა.

რუსეთში ჩინეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ პეკინს აქვს შესაძლებლობა, დაიცვას თავის ინტერესები, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

ჰონგ-კონგში ადგილობრივი ადმინისტრაციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ორ თვეზე მეტია გრძელდება.

დატოვე კომენტარი