ჩინელ მილიარდერ სუნ დავუს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჩინელ მილიარდერ სუნ დავუს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჩინელ მილიარდერ სუნ დავუს 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბიზნესმენს ქვეყნის ხელისუფლებამ ჩხუბისა და კონფლქიტის პროვოცირებაში დასდო ბრალი. დასავლური მედია წერს, რომ აღნიშნული ბრალდება ჩინეთში ხშირად გამოიყენება აქტივისტების წინააღმდეგ.

სხვა ბრალდებები ასევე მოიცავს სასოფლო-სამეურნეო მიწების უკანონო დაკავებას, ხალხის შეკრებას სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმის მიზნით და მთავრობის მუშაკებისთვის მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლას.

ჩინელი ბიზნესმენი 20 ნათესავთან და ბიზნეს პარტნიორთან ერთად გასულ წელს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სუნ დავუ ახლოსაა გამოჩენილ ჩინელ პოლიტიკურ დისიდენტებთან და წარსულში მთავრობის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას აკრიტიკებდა. ის იყო ერთ–ერთი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის, ვინც ღიად დაადანაშაულა მთავრობა აფრიკული ღორის გრიპის დაფარვაში, რომელმაც 2019 წელს მისი ფერმა დააზარალა.

სუნ დავუ ჩრდილოეთ პროვინცია ჰებეიში ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს კერძო სამეურნეო ბიზნესს მართავს.