ჩილეში საპროტესტო გამოსვლების მიმდინარეობისას სამი ადამიანი დაიღუპა
ჩილეში საპროტესტო გამოსვლების მიმდინარეობისას სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში საპროტესტო გამოსვლების მიმდინარეობისას სამი ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოს მერის, კარლა რუბილარის განცხადებით, არეულობის დროს ერთ-ერთი სუპერმარკეტი გაძარცვეს, რის შემდეგაც შენობაში ხანძარი გაჩნდა და სამი ადამიანი დაიწვა.

მასობრივი მღელვარების ფონზე, ჩილეს ხელისუფლებამ სანტიაგოსა და ჩაკაბუკოს პროვინციებში ე.წ. კომენდანტის საათი გამოაცხადა.

6 ოქტომბერს, ქვეყანაში მეტროთი მგზავრობის საფასური 30 პესოთი (0.04 დოლარი) გაძვირდა, რამაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია. 18 ოქტომბერს აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. 19 ოქტომბერს სანტიაგოს ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ახალი შეთანხმების შემუშავებამდე, ქვეყნის ხელისუფლებამ 19 ოქტომბერს, მეტროს ტარიფის ზრდაზე უარი თქვა.