ჩილეში საკარანტინო ზომების მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა
ჩილეში საკარანტინო ზომების მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

ჩილეში საკარანტინო ზომების მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. ინციდენტი ჩილეს დედაქალაქის შემოგარენში, საკვების დეფიციტის გამო შექმნილი არეულობისას მოხდა. აქციის მონაწილეთა თქმით, შეზღუდვების გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი სურსათის დანაკლისს განიცდის.

ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ აირსა და წყლის ჭავლს იყენებს. დემონსტრანტებმა მათ ქვები დაუშინეს.

მოგვიანებით, ჩილეს პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და გაჭირვებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდების პირობა დადო.

ჩილეში კორონავირუსის 46 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 478 ადამიანი.

ეპიდემიის გამო სანტიაგოში უქმე დღეებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი იყო გამოცხადებული.