ჩილეში მასშტაბური დემონსტრაციების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ჩილეში მასშტაბური დემონსტრაციების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩილეში მასშტაბური დემონსტრაციების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დედაქალაქ სანტიაგოში საგანგებო მდგომარეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც დემონსტრაციები მასშტაბურ მღელვარებაში გადაიზარდა.

ჩილეში მასშტაბური დემონსტრაციები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქტივისტები მეტროს ბილეთებზე ფასის გაზრდას აპროტესტებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დემონსტრანტების მოთხოვნების განსახილველად სპეციალური ჯგუფი შეიქმნება.

აქტივისტების ნაწილი მეტროს სადგურებს, ავტობუსებს და შენობებს ცეცხლს უკიდებს. ისინი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს თავს ესხმიან. რის გამოც დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელი გახდა. არეულობის დროს პოლიციამ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები რამდენჯერმე გამოიყენა. დემონსტრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი სტუდენტები არიან.