ჩილეში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ჩილეში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამერიკის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მათი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ოვალესთან ახლოს, 86 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. ქალაქში 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.