ჩილეს დედაქალაქში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
ჩილეს დედაქალაქში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა

ჩილეს დედაქალაქში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამანათში იყო მოთავსებული, რომელიც განყოფილებაში ფოსტიდან შევიდა. ყველა დაშავებული სამართალდამცველია.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს როდრიგო ინსპეტერუსაც გაუგზავნეს.

მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი სებასტიან პინერა და ტერორისტულ აქტად შეაფასა.