ჩილელი მაღაროელი, რომელმაც მიწისქვეშ 69 დღე გაატარა, ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილ მოზარდებს მხარდაჭერას უცხადებს 
ჩილელი მაღაროელი, რომელმაც მიწისქვეშ 69 დღე გაატარა, ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილ მოზარდებს მხარდაჭერას უცხადებს 

ჩილელი მაღაროელი, რომელმაც 2010 წელს მიწისქვეშ 69 დღე გაატარა, ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილ 12 მოზარდსა და მათ მწვრთნელს მხარდამჭერ ვიდეომიმართვას უგზავნის.

საფეხბურთო ახალგაზრდული გუნდის 13 წევრი უკვე 12 დღეა ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მღვიმეში იმყოფება.

მარიო სეპულვედა, რომლის მეტსახელია „სუპერ მარიო“, ვიდეომიმართვაში მოზარდების ოჯახებს გამძლეობას უსურვებს.

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო და გამძლეობა ვუსურვო ხელისუფლებას და მიწისქვეშ მყოფი 12 ბავშვის ოჯახებს. ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ქვეყნის მთავრობა გადადებს ყველაფერს და ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართავს, სამაშველო ოპერაცია წარმატებული იქნება. ჩვენ ვლოცულობთ თითოეული თვენგანისთვის, თითოეული თქვენი ოჯახისთვის და ბავშვისთვის“.

ჩილელი მაღაროელი ამბობს, რომ ის ცდილობს ტაილანდში გასამგზავრებლად ფინანსების მოძიებას, რათა მიიღოს მონაწილეობა სამაშველო ოპერაციაში ტაილანდელი ბავშვების გადასარჩენად.

„ვნახოთ, რა გამოვა. მე დავუკავშირდი ჩილეს მთავრობას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი იქ იყოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა გამოიარეს ჩვენმა მაღაროელებმა“, – განაცხადა მარიო სუპელვედამ „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში.

მარიო სუპელვედა 33 მაღაროელს შორის ერთ-ერთია, რომლებიც ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, ატაკამას უდაბნოში მდებარე მაღაროში 69 დღე გაატარა.

ავარია მაღაროში 2010 წლის 5 აგვისტოს მოხდა, რის შედეგადაც მაღაროელები მიწისქვეშ 650 მეტრის სიღრმეში, მაღაროს შესასვლელიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით აღმოჩნდნენ ბლოკირებულები. მათი გამოყვანა მხოლოდ 12 ოქტომბერს გახდა შესაძლებელი, სამაშველო ოპერაციას მსოფლიო მედია პირდაპირ ეთერში აშუქებდა.

 ჩილეს მაღაროში განვითარებული მოვლენების მიხედვით გადაღებული ფილმი „33“, სადაც მარიო სუპელვედას როლს ცნობილი მსახიობი ანტონიო ბანდერასი ასრულებს.