საჩხერის „ჩიხურამ“ აბერდინში, სტადიონ „პიტოდრიზე“, მატჩისწინა ვარჯიში გამართა, დღეს კი ადგილობრივ „აბერდინს“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდება.
„აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, მასპინძლებმა პრესკონფერენიაზე ქართულენოვანი თარჯიმნის მოყვანა ვერ მოახერხეს. ალტერნატივად რუსულენოვანი თარჯიმანი შემოგვთავაზეს. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბ საჩხერის „ჩიხურამ“ რუსულენოვანი თარჯიმნის სამსახურზე კატეგორიული უარი განაცხადა და პრესკონფერენცია ქართულ და ინგლისურ ენაზე წარიმართა“, – წერია კლუბის განცხადებაში.
„ჩიხურასა“ და „აბერდინს“ შორის შეხვედრა თბილისში ანგარიშით 1:1 დასრულდა. განმეორებითი მატჩი აბერდინში დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.