ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე ორიოდე დღით ადრე, საჩერეს „ჩიხურამ“ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. 2020 წლის სეზონში, საჩხერის „ჩიხურას“ შემადგენლობაში დავით მუჯირი ითამაშებს.
საჩხერელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფურცელი თბილისის „დინამოს“ ეკუთვნის და ერთწლიანი იჯარით დაიმატეს.
ამპლუით შემტევი ნახევარმცველის ბაბუა, უფროსი დავით მუჯირი თბილისის „დინამოს“ მცველი გახლდათ. მამა, დავით მუჯირი საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელი ფეხბურთის ფედერაციის სფფ-ის გენერალური მდივნია.
უმცროსი მუჯირი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, თამაშობდა თურქულ „ანთალიასფორისა“ მოლდოვურ „შერიფის“ დუბლშემადგენლობებში. 2019 წელს „ვიტ ჯორჯიაში“ გამოდიოდა, წლევანდელი მოსამზადებელი ეტაპი კი თბილისის „დინამოსთან“ ერთად დაიწყო.