„ჩიხურა“ ყაზახურ გუნდს დაუზავდა (ვიდეო)
„ჩიხურა“ ყაზახურ გუნდს დაუზავდა (ვიდეო)

თურქულ შეკრებაზე საჩხერის „ჩიხურამ“ მესამე საკონტროლო შეხვედრა გამართა და ფრედ ითამაშა – ამჯერად, ვახტანგ თურმანიძის გაწვრთნილები დაბა ბელეკში ყაზახეთის ჩემპიონატის გუნდს, პეტროვავლოვსკისყიზილ-ჯარას“ დაუპირისპირდნენ და 2:2 ითამაშეს.

საჩხერელებიდან თავი კახა კახაბრიშვილმა და ირაკლი ლექვთაძემ გამოიჩინეს. „ყიზილ-ჯარადან” კი მაქსიმ სკორიხმა დუბლი შეასრულა.

პეტროვავლოვსკის გუნდი მოედანზე კაპიტნის საკმკლაურით შოთა გრიგალაშვილმა გაიყვანა, რომელიც 2019 წელს გუნდის და პირველი ლიგის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს. „ყიზილ-ჯარამ” სეზონის დაწყებამდე ქუთაისის „ტორპედოდან“ თამაზ ცეცხლაძეც დაიმატა.

„ჩიხურა“ 2:2 „ყიზილ-ჯარა“

გოლები: კახაბრიშვილი (43) ლექვთაძე (68)

„ჩიხურა“: ჰამზიჩი, კორიფაძე, მამასახლისი, კაშია, ჯავაშვილი (ლექვთაძე), ტეფნაძე (წიქარიძე), ფოცხვერია (კამლაძე), ნონიკაშვილი (დეკანოიძე), კახაბრიშვილი, ისიანი, კიკაბიძე (შარვაძე)