ჩიკაგოში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლები დროებით აიღეს
ჩიკაგოში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლები დროებით აიღეს

ჩიკაგოში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლები დროებით აიღეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რასიზმის წინააღმდეგ აქციების მონაწილეებმა მონუმენტების ჩამოგდება სცადეს.

ჩიკაგოს მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქში არსებულ ყველა ძეგლს შეისწავლიან და განსაზღვრავენ, რამდენად მიზანშეწონილია მათი ჩიკაგოში განთავსება.

„ეს ნაბიჯი მიმართულია საზოგადოების უსაფრთხოების დაცვისა და ქალაქის სიმბოლოების შესახებ ინკლუზიური, დემოკრატიული დიალოგის შენარჩუნებისკენ“, – განაცხადა ჩიკაგოს მერმა.

მანამდე, რასიზმის წინააღმდე გამართული აქციების მონაწილეებმა კოლუმბის ძეგლი აშშ-ის არაერთ ქალაქში ჩამოაგდეს.

დატოვე კომენტარი