ჭიდაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
23 ოქტომბრიდან ალბანეთის დედაქალაქი ტირანა 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე თავიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავები იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
57 კგ – ლუკა ღვინჯილია;
61 კგ – ნიკა ზაქაშვილი;
65 კგ – გოგა ოთინაშვილი;
70 კგ – გიორგი ელბაქიძე;
74 კგ – გიორგი გოგრიჭიანი;
79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე;
86 კგ – დავით კოღუაშვილი;
92 კგ – ანდრო მარგიშვილი;
97 კგ – მერაბ სულეიმანიშვილი;
125 კგ – სოლომონ მანაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ჭიღლაძე; მწვრთნელები: თემურ მინდიაშვილი, აკაკი კუნჭულია
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე გიორგი ელბაქიძე და ვლადიმერ გამყრელიძე ჩემპიონების რანგში გამოვლენ. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.