ჭიდაობა | გიორგი თოხაძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გიორგი თოხაძე (55 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა ფალავანმა ყაზახი იშხან ყურბაიევი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.
დღესვე მსოფლიო პირველობაზე ხვიჩა ანანიძე (77 კგ) მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. 28 ოქტომბერს შეჯიბრზე რომეო ბერიძე (60 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ ოთხი დღის წინ დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.