ჭიდაობა | ბაქოს ტურნირზე ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას ექვსი ქართველი სპორტსმენი შეეცდება #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 5-8 აპრილს ჭიდაობაში ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირს უმასპინძლებს, სადაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს მხოლოდ შეჯიბრების ფინალისტები მიიღებენ.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 5 აპრილს იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
60 კგ ლერი აბულაძე
67 კგ დიეგო ჩხიკვაძე
77 კგ იური ლომაძე
87კგ გურამ ხეცურიანი
97 კგ რობერტ კობლიაშვილი
130 კგ იაკობ ქაჯაია