ჭიდაობა | 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ჭიდაობა | 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

დღეს, 23 ოქტომბერს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტარტს აიღებს 2023 წლის სეზონის ბოლო დიდი შეჯიბრება ჭიდაობაში – 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი.

ერთკვირიან პროგრამას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გახსნიან. ხუთ წონით კატეგორიაში: 61, 74, 86, 92 და 125 კგ-ში საქართველოს ნაკრების წევრები, ნიკა ზაქაშვილი (61 კგ), გიორგი გოგრიჭიანი (74 კგ), დავით კოღუაშვილი (86 კგ), ანდრო მარგიშვილი (92 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ) იასპარეზებენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება, ხოლო დღევანდელი ხუთი წონის ნახევარფინალები 20:00 საათიდან გაიმართება. მედლები კი 24 ოქტომბერს გათამაშდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ – ლუკა ღვინჯილია;

61 კგ – ნიკა ზაქაშვილი;

65 კგ – გოგა ოთინაშვილი;

70 კგ – გიორგი ელბაქიძე;

74 კგ – გიორგი გოგრიჭიანი;

79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე;

86 კგ – დავით კოღუაშვილი;

92 კგ – ანდრო მარგიშვილი;

97 კგ – მერაბ სულეიმანიშვილი;

125 კგ – სოლომონ მანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე გიორგი ელბაქიძე და ვლადიმერ გამყრელიძე ჩემპიონების რანგში გამოვლენ. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.