ჭიათურის სოფელ ითხვისში ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ მოქალაქეს კორონავირუსზე ტესტი აუღეს

19:39, 14.04.2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ მოქალაქეს კორონავირუსზე ტესტი აუღეს. ანალიზის პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

სოფელში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 15 პირი იმყოფება.

თბილისში მცხოვრები ინფიცირებული მამაკაცი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის დადასტურებამდე ნათესავის პანაშვიდზე სოფელ ითხვისში იმყოფებოდა.

 

მსგავსი