ჭიათურის მერია ილუსტრირებულ რუკაზე - ეს იყო მოსწავლეების დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო, მიზნად ისახავდა შეხსენებას, რომ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია პერფორმანსზე წარმოდგენილ საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
ჭიათურის მერიის განცხადებით, ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო.
მათივე განმარტებით, თეატრალური დადგმა მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეხსენებას, რომ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას, რომელიც სოციალურ ქსელში „ჭიათურობა 2025-ის“ ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პერფორმანსმა გამოიწვია.
ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო.
თეატრალური დადგმა მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის შეხსენებას, რომ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია.
საქართველოს რუკამ საბოლოოდ სწორედ ისეთი სახე მიიღო, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. აღნიშნული ფოტო სკოლის მოსწავლეების დადგმის დასრულების შემდეგ არის გადაღებული“, – ნათქვამია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.