ჭიათურაში ყველა უბნის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს
ჭიათურაში ყველა უბნის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს

საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატმა, გივი მოდებაძემ ხმების უმრავლესობა, 64,57 პროცენტი მიიღო

ჭიათურის #56 საარჩევნო ოლქში ყველა, 58-ვე საარჩევნო უბნიდან შემაჯამებელი ოქმებისა და ბიულეტენების შეტანა დასრულდა.

საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატმა, გივი მოდებაძემ ხმების უმრავლესობა, 64,57 პროცენტი მიიღო.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ზურა კუპატაძემ ხმათა 17,99 პროცენტი დააგროვა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დავით ჭუმბურიძემ კი 15,26 პროცენტი.

საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ჭიათურაში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა და მეორე ტურის ალბათობა არ არსებობს.

დატოვე კომენტარი