ჭიათურაში თხუთმეტმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

18:24, 17.05.2019

ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. რამდენიმე მაღაროში საწარმოო პროცესი მთლიანად შეჩერდა.

15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. აქციის რამდენიმე მონაწილე ჭიათურის შესასვლელში შეიკრიბა.

მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მანქანებს გზაზე გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.

მსგავსი