ჭიათურაში მაღაროელების აქცია გრძელდება
ჭიათურაში მაღაროელების აქცია გრძელდება

მეცხრე დღეა ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება.

შიმშილობას განაგრძობს 15 მაღაროელი, სამ მათგანს კი პირი აქვს აკერილი.

დღეს მაღაროელებმა ქალაქში მსვლელობაც მოაწყვეს და მოსახლეობას გამოსვლისკენ მოუწოდეს.

მაღაროელების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.