ჭიაბრიშვილმა „დინამო თბილისი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა #1TVSPORT
ჭიაბრიშვილმა „დინამო თბილისი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ განცხადებით, გიორგი ჭიაბრიშვილმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მისი შემცვლელის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისური გუნდი კონფერენს-ლიგაზე მალტურ კლუბ „ჰამრუნ სპარტანსთან“ ორი მატჩის ჯამში 1:3 (1:2, 0:1) დამარცხდა და ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

„გიორგი ჭიაბრიშვილმა „დინამო თბილისი“ დატოვა. მთავარ მწვრთნელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მასთან ერთად დინამო ასევე გიორგი დეკანოსიძემ, ლაშა ნოზაძემ და ალექსანდრე ინწკირველმა დატოვეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი „დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და ამავე სეზონში გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასის მოპოვება იზეიმა. ამ პერიოდის განმავლობაში ლურჯ-თეთრებმა მისი ხელმძღვანელობით 49 მატჩი (29 მოგება, 9 ფრე და 11 მარცხი) გამართეს.

საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ მადლობას უხდის გიორგი ჭიაბრიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის. კლუბის სახელით, მათ მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ.

თბილისური კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელი შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს“, – ვკითხულობთ „დინამო თბილისის“ განცხადებაში.