ჩერნომორსკში მდებარე პორტზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა
ჩერნომორსკში მდებარე პორტზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ოდესის რეგიონზე. თავდასხმის ქვეშაა სამოქალაქო პორტის ინფრასტრუქტურა. სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და შვიდი დაშავდა“, – განაცხადა ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა.
მისივე თქმით, დაზიანდა პორტში მდებარე ობიექტები და ადმინისტრაციული შენობები.