რუს ნახევარმცველ დენის ჩერიშევს, რომელმაც ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 გოლი გაიტანა, დოპინგის მოხმარება არ დაუდგინდა და ბრალდება მოეხსნა.
27 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად „ვილიარეალიდან“ „ვალენსიაშია“ განათხოვრებული, ეჭვქვეშ მამამისის მიერ ერთ-ერთი რუსული გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ მოექცა. ხსენებულ ინტერვიუში უფროსმა ჩერიშევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილი ზრდის ჰორმონებს იღებდა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი ნათქვამი ჟურნალისტებმა დაამახინჯეს.
ანტიდოპინგურმა სააგენტომ გამოძიება ჩაატარა და ფეხბურთელის მიერ წესების დარღვევა ვერ აღმოაჩინა.