ჩემპიონთა ლიგის წილისყრისას „ლივერპული“ მეორე კალათაში იქნება #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის წილისყრისას „ლივერპული“ მეორე კალათაში იქნება #1TVSPORT

ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრის პირველი ორი კალათის შემადგენლობები.

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ დაკარგა პირველ კალათში მოხვედრის შანსი. მის ნაცვლად იქ უეფა-ს რეიტინგში მეშვიდე ქვეყნის – ნიდერლანდების ჩემპიონი „აიაქსი“ იქნება.

პირველი კალათა: რეალი, აინტრახტი, მანჩესტერ სიტი, მილანი, ბაიერნი, პარი სენ-ჟერმენი, პორტუ, აიაქსი;

მეორე კალათა: ლივერპული, ჩელსი, ბარსელონა, იუვენტუსი, ატლეტიკო, სევილია, ლაიპციგი, ტოტენჰემი;

მეორე კალათა: დორტმუნდი, ზალცბურგი, შახტარი, ინტერი, ნაპოლი, სპორტინგი, ლევერკუზენი, ბენფიკა (თუ გავიდა).

თუ „ბენფიკამ“ ვერ გადალახა საკვალიფიკაციო, მისი ადგილი შეიძლება დაიკავონ „რეინჯერსმა“, ზაგრების „დინამომ“ ან „მარსელმა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სამეული მეოთხე კალათაში აღმოჩნდება.

ამ მომენტისთვის, მეოთხე კალათაში ადგილი გარანტირებული აქვთ მხოლოდ „ბრიუგესა“ და „სელტიკს“.

დატოვე კომენტარი