ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი | „ქაირათმა“ „სლოვანი“ პენალტით დაამარცხა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი | „ქაირათმა“ „სლოვანი“ პენალტით დაამარცხა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ალმათიში „ქაირათმა“ ბრატისლავისსლოვანს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

გიორგი ზარია „ქაირათის“ შემადგენლობაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ მოხვდა, ლუკა გადრანი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „სლოვანში“ კი გურამ კაშიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 88-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

თამაშზე გავლენა 65-ე წუთზე მომხდარმა ფაქტმა მოახდინა – ნიდერლანდელმა მსაჯმა, სერდარ გეზიბუიუკმა 65-ე წუთზე „სლოვანის“ მოთამაშე რაჰიმ იბრაჰიმი გააძევა, ალმათის გუნდმა კი რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლა და 90-ე წუთზე დასტან სატპაევის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის შემდეგ თამაში მოიგო – 1:0.

წითელი ბარათი მიიღო „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმაც, რომელიც საპასუხო შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე არ იქნება – „სლოვანი“ „ქაირათს“ 12 აგვისტოს ბრატისლავის „ტეჰელნე პოლეზეუმსაპინძლებს.