ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი. ოთხშაბათიდან გადატანილ შეხვედრაში „ვილიარეალმა“ სტუმრად 3:2 დაამარცხა „ატალანტა“ და ბოლო მერვედფინალისტი გახდა.
ასე რომ, გაირკვა პლეი ოფის ყველა მონაწილე. ჯგუფების გამარჯვებულები განთესილები იქნებიან და მერვედფინალის საპასუხო შეხვედრებს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.
განთესილები
აიაქსი (ნიდერლანდები)
ბაიერნი (გერმანია)
იუვენტუსი (იტალია)
ლივერპული (ინგლისი)
ლილი (საფრანგეთი)
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
რეალი (ესპანეთი)
განუთესავები
ატლეტიკო (ესპანეთი)
ბენფიკა (პორტუგალია)
ჩელსი (ინგლისი)
ინტერი (იტალია)
პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი)
ზალცბურგი (ავსტრია)
სპორტინგი (პორტუგალია)
ვილიარეალი(ესპანეთი)
მერვედფინალში ერთმანეთს არ შეხვდებიან ერთი ქვეყნის წარმომადგენლები და ასევე ჯგუფურ ეტაპზე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები.
პლეი ოფის პირველი მატჩები 15/16 და 22/23 თებერვალს გაიმართება, საპასუხო – 8/9 და 15/16 მარტს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა 13 დეკემბერს ნიონში გაიმართება და თბილისის დროთ 14:00 საათზე დაიწყება.