ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშე ლიონელ მესია [ვიდეო]
უეფამ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შედეგები შეაჯამა.
საუკეთესო მოთამაშედ გამოცხადდა „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი, რომელმაც „ეინდჰოვენთან“ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. მისი კონკურენტები – ნაბილ ფეკირი („ლიონი“), ჯეიმს მილნერი („ლივერპული“) და პოლ პოგბა („მანჩესტერ იუნაიტედი“) იყვნენ.
აგრეთვე, გამოვლინდა ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის საუკეთესო გოლის ავტორი. ეს მილანის „ინტერის“ კაპიტანი მაურო იკარდია. გამოარჩიეს მისი გოლი „ტოტენჰემის“ კარში.
იკარდის გარდა, საუკეთესო გოლის სტატუსზე პრეტენდენტები უსმან დემბელე („ბარსელონა“), მარიანო დიასი („რეალი“) და რენატო სანჩესი („ბაიერნი“) იყვნენ.